Saturday, June 9, 2018

პროექტის აღწერა


•პროექტის სახელწოდება:თანამედროვე შრომის ბაზარი.
•პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეებმა მოიძიებენ მოთხოვნადი სპეციალობების ჩამონაცთვალს, გააკეთებენ ბუკლეტებს.
•პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გააკეთებენ პროფესიის ისეთ არჩევანს,რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. 
•პროექტის მიზნები:გამოკითხვით,ინფორმაციის დახარისხებით,სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით,ტექნიკური საშუალებებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ არჩევანის გაკეთება.

•მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
•ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
•მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა  სტატისტიკური მახასიათებლების  შესახებ. განუვითარდებათ: თანამშრომლობის, კვლევის, ინფორმაციის დახარისხების,
       პრეზენტირების,პასუხისმგებლობის,თვითშეფ-ასებისა და ურთიერთშეფასების უნარები.
•პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,
ვებ-გვერდები,რვეული,ფორმატი.
•პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
იმის დასადგენად თუ რომელი პროფესია ააკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. 
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, შექმნიან კითხვარს და გაინაწილებენ სამუშაოს.
    I-ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მოსწავლეებისგან. 
    II- ჯგუფი სტუდენტებისგან,
    III - ჯგუფი დასაქმებულ მოსახლეობას გამოიკითხავს.
    IV -ჯგუფი მშობლებს.
    V - ჯგუფი ისტ-ის გამოყენებით სხვადასხვა ვებ-საიტებზე მოიძიებს ინფორმაციას.
ჯგუფები დაახარისხებენ მოპოვებულ ინფორმაციას, სხვადასხვა ნიშნით დააჯგუფებენ ინტერვალებად.
გამოთვლიან სიხშირეს, ფარდობით სიხშირეს,მონაცემების საშუალოს, მოდას, მედიანას, გადახრას, საშუალო კვადრატულ გადახრას, ააგებენ შესაბამის ცხრილს, ჰისტოგრამას.
სატატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს, შექმნიან სლაიდ-შოუს, დაამზადებენ ბუკლეტებს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ, გააკეთებენ პრეზენტაციას.

•საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
•კავშირი: IX.11
•პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნანა გაჩეჩილაძე.
•ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanagachechiladze65@gmail.com.
•პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:nanagach.blogspot.com.

No comments:

Post a Comment